ჩერკასის გუბერნატორი - უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

რუსული ძალების მიერ დღეს დილით ჩერკესის ოლქის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, - ამის შესახებ ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა განაცხადა.

რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა