აშშ კოლუმბიასა და გვატემალაში მიგრანტების ახალ ცენტრებს ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატები კოლუმბიასა და გვატემალაში მიგრანტების ახალ ცენტრებს გახსნის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი უსაბუთო პირების აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევების შემცირების მცდელობის ნაწილია.

BBC-ი წერს, რომ ახალი რეგიონული ობიექტები თვეში ათასობით განაცხადს განიხილავენ და ლეგალური მიგრაციის გზები გაფართოვდება. ასევე გაორმაგდება ან გასამმაგდება იმ პირთა დეპორტაციის შემთხვევები, რომლებსაც აშშ-ში ყოფნის უფლება არ აქვთ.

ამასთან, მიგრანტების მონაცემების დამუშავების ცენტრები საშუალებას მისცემს წარმატებულ განმცხადებლებს, ლეგალურად შევიდნენ აშშ-ში და გააუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ისეთ დახმარებაზე, როგორიცაა ლტოლვილთა განსახლების პროცესი და ოჯახის გაერთიანება.

BBC-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში, ყოველთვიურად, დაახლოებით 200 000 უსაბუთო მიგრანტი ცდილობს შესვლას.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ