აშშ-ში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაში, საწვრთნელი მისიის დროს ორი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.

ამასთან, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ჯარისკაცი დაშავდა. ორი AH-64 Apache ტიპის ვერტმფრენი ქალაქ ჰელის მახლობლად ჩამოვარდა.

„ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, - ნათქვამია მე-11 საჰაერო სადესანტო დივიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო