ვასო ურუშაძე - ქვეყანა, რომლის მიზანია რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა

ქვეყანა, რომლის მიზანია რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის კვლევასთან შედარებით, ექვსი ქვეკომპონენტიდან ორში საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

როგორც ვასო ურუშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა უარესდება მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი წილი სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იხარჯება.

„მსოფლიო ბანკმა ლოგისტიკის ინდექსი (Logistics Performance Index-LPI) გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოა, მისი ინდექსი 2.7-ია, რაც ბევრად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებს (3.2–3,6 ინდექსი). ეს ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისათვის დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.

ლოგისტიკური ინდექსის წინა 2019 წლის კვლევასთან შედარებით, ექვსი ქვეკომპონენტიდან ორში მდგომარეობა გაუარესებულია, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის კვლევაში, მნიშვნელოვანი ხაზი გაესვა საქართველოს ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებას, რომელიც წინა 2019 წლის კვლევასთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია, კერძოდ 2.38-დან 2,3-მდე. ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი კომპონენტი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ქვეკომპონენტს, სადაც 2.3 ქულით საქართველოს 138 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა.

საქართველო ინფრასტრუქტურის კომპონენტით, თითქმის რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩება, შედარებისათვის, თურქეთი 43-ე საფეხურზეა, სომხეთი 76-ზე, ყაზახეთი და ტაჯიკეთი მე-80 საფეხურზე, ბელარუსი და რუსეთი 68-ზე, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკრაინა კი 89-ე საფეხურზე არიან. ეს მაშინ, როცა საქართველოს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი წილი სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იხარჯება”, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,გაავრცელა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა.

ასევე, როგორც ურუშაძემ აღნიშნა, 2023 წლის კვლევაში მონაწილეობა 138 სახელმწიფომ მიიღო, ხოლო 2019 წლის კვლევაში 160 სახელმწიფო შეაფასეს.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ინფორმაციის სახით გაავრცელა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა და ეს დიდ მიღწევად გამოაცხადა, რაც ცალსახად ციფრებით მანიპულირებაა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 138 სახელმწიფომ, როდესაც 2019 წლის კვლევაში 160 სახელმწიფო შეაფასეს. ამიტომ, უხერხულია ასეთ პირობებში აქცენტის გადატანა 40 საფეხურით გაუმჯობესებაზე, რაციონალური იქნება შედარება მოხდეს შეფასებული ქულების მიხედვით.

მსოფლიო ბანკის კვლევითაც დასტურდება, რომ ქვეყანა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, უფრო დიდ პრობლემას კი ეკონომიკის სამინისტროს არაადეკვატური გამოხმაურება წარმოადგენს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი