საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის ზრდა ფიქსირდება

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 147 973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 46%-იან მატებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნია, რომ ფოთის ნავსადგურში, მარტში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52 475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 51 272 TEU.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-იან ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1 229 548 ტონა შეადგინა. აქედან, ბათუმში გადამუშავდა 107 176 ტონა, ფოთში - 115 589 ტონა.

საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა, რაც 1 190 301 ტონაა. ეს განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).

წინა წელთან შედარებით, 23%-იანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917 706 ტონა შეადგინა. თუმცა ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325 368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით კი გაიზარდა. აქვე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა გვქონდა“,- ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა