ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე გადარჩენილ მოქალაქეებს შორის სამი ბავშვია.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქ დნეპრის დაბომბვას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.