პროფკავშირებმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მემორიალი გახსნეს

პროფკავშირებმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველადი პროფკავშირისექიმების მემორიალი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას

პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა, რაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აღინიშნება.

“საქართველოში ბოლო წლებში, პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „შრომის უსაფრთხოებისა“ და „შრომის ინსპექციის“ შესახებ კანონები ამოქმედდა. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ორგანო - მრჩეველთა საბჭო და ა.შ, თუმცა, გამოწვევები კვლავ ბევრია. პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას აქტიურად აგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროფკავშირების ცნობით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. ტრაგედიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში