„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ბანკის ინფორმაციით, ახალი ლოკაცია პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ რიგით მეოთხე ფილიალია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„აგროჰაბის“ გენერალური დირექტორის თქმით, იმ მომხმარებლისთვის, რომელთა კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს, ახალი ფილიალი სასიამოვნო სიახლეა.
„საქართველოს ბანკთან“ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ეს იმ მომხმარებლისთვის, რომელთა კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს, სასიამოვნო სიახლეა. ტრადიციულად, „აგროჰაბში“ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ჩვენი წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ყველა ჩვენს არსებულ ფილიალში ცენტრალური საწარმოდან მარაგდება. ესენია, როგორც 100% ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები და „აგროჰაბის“ ფერმებიდან ნედლი ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატები, ზღვის დელიკატესები, ჩვენი სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა მრავალი პროდუქტი“, - აღნიშნავს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.
„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის , სანდრო ძაგნიძის თქმით, ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები აკეთოს.
„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ „აგროჰაბთან“ ჩვენი პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ამჯერად, კიდევ ერთი, ახალი ფილიალის გახსნას შევუწყვეთ ხელი. მსგავსი სახის პროექტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მეორე მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას აკეთოს ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა სანდრო ძაგნიძემ.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, 2023 წელს, ასევე „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები. სწორედ აღნიშნული საწარმოდან მარაგდება ყველა ფილიალი. წლის ბოლომდე კი, თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება