თეა ახვლედიანმა დეპუტატებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შესახებ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შესახებ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის სამი კომიტეტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების გაერთიანებული შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ, ქვეყნის არაქართულენოვან მოქალაქეთა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

„შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით წარიმართა. თეა ახვლედიანმა დეპუტატებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი აქტივობების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრა უმნიშვნელოვანესია პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და დასახული ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა კითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეა ახვლედიანის თქმით, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს.

„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებასთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას საპარლამენტო განზომილებით. სწორედ ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს პარლამენტში ჩვენი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების, კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენ წარმოვადგინეთ და დეტალურად განვიხილეთ სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებისა და დასმული შეკითხვების საპასუხოდ”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2023-2024 წლებში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება, რის შედეგსაც 2030 წლისთვის ვიხილავთ.

„მინდა, საგანგებოდ ხაზი გავუსვა, რომ თემა, რომელზეც კომიტეტში დღეს ვიმსჯელეთ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეროვნებათა შორის ურთიერთობა, რომლითაც საქართველო მისი ისტორიის განმავლობაში გამოირჩეოდა, მსოფლიო დონეზე დაძაბულობის პერიოდში, კიდევ დამატებით ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ, ასეთი ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, სამაგალითო უნდა ვიყოთ სხვებისთვის“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრა წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მიერ ყველა ის მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი აღინიშნა, რომლებიც ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა წარმატებული იყო“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ