საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სხდომას დღეს გამართავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაგრძელდება, საქმეზე „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1465).

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, გადასახადის განაკვეთს, საგადასახადო პერიოდსა და შესაბამისი გადასახადის გადახდის ვადას.

„მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის ცვლილებების შედეგად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგების გადასახადის განაკვეთი გაიზარდა 5%-დან 7%-მდე, შეიცვალა დაბეგვრის ობიექტი და, ნაცვლად ერთობლივი შემოსავლისა, დაბეგვრას დაექვემდებარა ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, აგრეთვე შეიცვალა გადასახადის ადმინისტრირების წესი და გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადახდა დაევალა ყოველთვიურად. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა ზიანს აყენებს გადასახადის გადამხდელს, ზრდის მასზე დაკისრებულ საგადასახადო ტვირთს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სასამართლოს ცნობით, სხდომა 28 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში