თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფოტოგრაფების საქმეზე“ საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფოტოგრაფების საქმეზე“ საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ განაცხადა, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში, რადგან ისეთ მუხლზე, რომელიც მათ მიმართ იყო წარდგენილი, მორალური ზიანი არასდროს ანაზღაურებულა.

„საქალაქო სასამართლოში ჩვენ გვქონდა შეტანილი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პროკურატურას წინა რეჟიმის დანაშაულებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები წინა პროკურატურის მუშაობისთვის. აქვე განვმარტავ, რომ 2016 წელს პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შემდეგ დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და გუშინ, სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა და საქალაქო სასამართლომ ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი მორალური ზიანი იყოს ანაზღაურებული. მნიშვნელობა არ აქვს ციფრებს, აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში, არ არსებობდა არანაირი მსგავსი მექანიზმი, შაბლონი, „ქეისი“ და მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა, მითუმეტეს, ასეთი მუხლით, რაც ჩვენს მიმართ იყო წარდგენილი. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა“, - განაცხადა ნათია გედენიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების მტკიცებით, ფოტოგრაფების დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის მოვლენების გაშუქებას ეხებოდა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა