კახა კალაძე კეზერაშვილზე - სპეკულაცია იყო მისი განცხადება, თითქოს არ აქვს სურვილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადება, თითქოს არ სურს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ზიანი მიაყენოს, სპეკულაციაა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სპეკულაცია იყო მისი განცხადება, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“ და ა.შ. სანამ BBC ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, არ იცოდნენ, რით იყო ეს ადამიანი დაკავებული, რა საქმიანობას ეწეოდა, თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია, ამიტომ მისი მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!