ირაკლი კუპრაძე - მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პატიმრად შეატოვა და პარტიის შიგნით ხელოვნური დუღილი მოაწყო

მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პატიმრად შეატოვა და დღეს ერთგვარი გადატრიალება თუ შიდა პროცესი ან ხელოვნური დუღილი მოაწყო, - ამის შესახებ „პარტია ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა შიდა პარტიულმა დემოკრატიამ, არამედ სხვამ გაიმარჯვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზია გაუჩნდა, თუ რატომ არ დგას ან არ დადგება „ლელო“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან გადაყვანის აქციაზე. „ლელო“ არ დადგება და რატომ არ ესმით? საკუთარი მხარდამჭერები მათ ვერ გამოჰყავთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის მხარდაჭერებთან უამრავი დაპირება გასცა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ძალით, მახვილითა და ცეცხლით გამოხსნის დაპირება. ასევე, გამოიწვიეს ოფისების გახსნის პირობები, ეს მათი საქმეა და პარტიის შიდა საქმეებში არ შევდივარ, მათი საქმეა როგორ იპოზიციონირებენ. ამ ყველაფრიდან ვერაფერს ასრულებენ და ახლა მათი მთავარი აქცენტი არის გარე მტრები ეძებონ და მტრად ვინმე დანიშნონ, „ლელო“ კი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა. მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პატიმრად შეატოვა და დღეს ერთგვარი გადატრიალება, თუ შიდა პროცესი ან ხელოვნური დუღილი მოაწყო, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა შიდა პარტიულმა დემოკრატიამ, არამედ სხვამ გაიმარჯვა. ამ პარტიის მართვაში, თუ ვანო მერაბიშვილის წვრილი, თუნდაც ოდნავ მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენთვის ამ პარტიასთან თანამშრომლობის რესურსები მინიმუმ, ნულს ქვემოთ ჩამოყვანილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამის პარალელურად, როგორც მან აღნიშნა, პარტია „ლელო“ოპოზიციასთან სრულად კოორდინაციის რესურს ხედავს. მისივე განმარტებით, ოპოზიციის კოორდინაცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეცვალო ალტერნატივები უნდა შექმნა. IRI-ის კვლევა ამბობს, რომ 39% არასდროს „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს, ასევე IRI-ის კვლევის მიხედვით, 38% არასდროს „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ პოლარიზების შემთხვევაში შედეგს მხოლოდ დიდი ფული და ძალაუფლება გადაწყვეტს. თუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა გინდა შეიმუშაო, აქ პოლარიზება არაფერ შუაშია, პოლარიზება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულია საქმეა. როგორ არ უნდა მოხდეს პოლარიზება? განსხვავებებზე უნდა ისაუბრო და უნდა გამოაჩინო, რომ მე განსხვავებული ვარ. იმ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკური პროცესიდან იზოლირებულები არიან, რეალურად უნდა უთხრა, თუ ვინ ხარ. ოპოზიციასთან სრულად კოორდინაციის რესურს ვხედავთ, კოორდინაცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა