ეროვნული ბიბლიოთეკა Mastercard-თან და Viber-თან მემორანდუმს გააფორმებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ბრენდის, Mastercard-ის და Viber-ის წარმომადგენლებს ესაუბრა.

მათივე ცნობით, შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ეს ბრენდები ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორები გახდებიან და თანამშრომლობა მაისიდან დაიწყება. გიორგი კეკელიძის თქმით, კომპანიებს წინ დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: მაისში ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორები და მხარდამჭერები საერთაშორისო ბრენდები Mastercard და Viber ხდებიან. წინ დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. ამ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს LIB.GE -ს lib-აკადემიაც“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში