რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განაცხადებით, რუსეთის მიერ მოლდოვის ამჟამინდელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მოლდოვა, როგორ ქვეყანა აღარ არსებობს.
„ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს. ადგილობრივმა ბოსებმა ის რუმინეთს მიყიდეს, უღალატეს რა თავიანთ სამშობლოს და მათთან რაიმეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“, - აღნიშნა მედვედევმა.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.