„საქსტატი“ - იანვარი-მარტის პერიოდში 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 195 ნებართვა გაიცა

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი) 2 195 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლები) გაიცა.

სტატისტიკის თანახმადვე, ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის ქალაქ თბილისზე, 10.1 პროცენტი - მცხეთა- მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2023 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 539.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტით ნაკლები) 689 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.8 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 17.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო