უმანში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

“ნანგრევებიდან ახლახან ამოიყვანეს კიდევ 2 ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის, მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული”, - აღნიშნა მინისტრმა.

ჩერკასის ოლქის გუბერნატორის, იგორ ტაბურეცის განცხადებით, დაღუპულთა შორის ორი 10 წლის ბავშვია. ამასთან, ან დროისთვის არსებული მონაცემებით, მაშველებმა 17 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქ დნეპრის დაბომბვას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
უმანში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

“ნანგრევებიდან ახლახან ამოიყვანეს კიდევ 2 ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის, მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული”, - აღნიშნა მინისტრმა.

ჩერკასის ოლქის გუბერნატორის, იგორ ტაბურეცის განცხადებით, დაღუპულთა შორის ორი 10 წლის ბავშვია. ამასთან, ან დროისთვის არსებული მონაცემებით, მაშველებმა 17 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქ დნეპრის დაბომბვას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა