საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

„საქართველოს ბანკი” სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს. “საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილეების გადამზადება უკვე დაიწყო.

„10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, გაიარონ ტრენინგები, გამოცდილი მენტორების ჩართულობით იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და განივითარონ ახალი უნარები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე სრულად არის მორგებული.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს „ლიდერატორს” ორი ახალი პროგრამა - საბანკო სამართალი და ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი დაემატა.

„საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას, უზრუნველყოს ისინი ახალი აღმოჩენებითა და წინსვლის შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, კომპანია უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს პროგრამა „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე, განახორციელონ საკუთარი იდეები, ამასთან, მიიღონ ანაზღაურება და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. „ლიდერატორის“ უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა ხშირად სტუდენტების პირველ სამსახურადაც იქცევა, რაც მათთვის კარიერულ საფეხურზე სწრაფ ზრდას განაპირობებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.

პროექტი „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 377-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 84%-მა კარიერა „საქართველოს ბანკში“ განაგრძო.

„ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე Leaderator.bog.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი