გივი მიქანაძე - საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ! - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და დასავლური ღირებულებების გვერდით დგას

ჩვენ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ! - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და დასავლური ღირებულებების გვერდით დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რაზაც მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა უძღოდა წინ.

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, საერთაშორისო დონეზე სამართლიანობა აღდგა.

„მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოსთვის 130 მილიონის კომპენსაცია უნდა გასცეს. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე წააგო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორი აგრესია ჩაიდინა მან საქართველოს მიმართ და რა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება! როდესაც რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს და ყველა საზღვარს გადასცდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დააკავშიროს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი