მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმიდან შემოსავლების ზრდაში განსაკუთრებული წვლილი ევროპისა და ყურის ქვეყნებმა შეიტანა

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდაში განსაკუთრებული წვლილი ევროპისა და ყურის ქვეყნებმა შეიტანა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საერთაშორისო ბაზრებზე, საკმაოდ წარმატებით აისახება საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული წვლილი შემოსავლების გაზრდაში მიიღო ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ისრაელი, საუდის არაბეთი, გერმანია, ევროპისა და ყურის სხვადასხვა ქვეყნები. მარკეტინგული კამპანიები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო ბაზრებზე, საკმაოდ წარმატებით აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% - ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. უწყებაში განმარტავენ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა