საქართველოს რკინიგზა და ფეხბურთის ფედერაცია უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივნისში საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დოკუმენტის თანახმად, ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის მატარებლების დაბრენდვა და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში 7 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩამოდის. მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უეფას ეგიდით იმართება, საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინოს.

აღსანიშნავია, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე გავა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა