ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დიანა იანსეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში გატარებული რეფორმები.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგი, პარტიებს შორის თანამშრომლობა და პოლარიზაციის შემცირების გზები; აგრეთვე, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო თაღლითობის გამოვლენილი ფაქტები.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. სტოკჰოლმი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს