მამუკა ყურაშვილი - ძალიან სასიამოვნოა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოიკვეთა დამნაშავე, ტერორისტი მხარე, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ გააჩნია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მამუკა ყურაშვილის განცხადებით, ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება სტრასბურგის გადაწყვეტილებებით და „კიდევ ბევრი კარგი სიახლე გველოდება წინ“.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გამოიკვეთა დამნაშავე, ტერორისტი მხარე, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ გააჩნია.

„სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. ქართული სიმართლე ყოველდღიურად მტკიცდება სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამნაშავე მხარე გამოიკვეთა, ტერორისტი მხარე, რომელსაც არანაირი ფასეულობები არ გააჩნია. პირველი მსხვერპლი ამ ყველაფრის იყო საქართველო, უკრაინა არის გაგრძელება და კიდევ ბევრი სიახლე იქნება ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი