საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევით და ორი წმინდა მეჩეთის მცველის, მეფე სალმან ბინ აბდულაზიზისა და მისი აღმატებულება ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზის ხელმძღვანელობით, მოძმე და მეგობარი ქვეყნების მიერ სუდანის რესპუბლიკიდან მათი მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკვშირებით წარმოდგენილ თხოვნაზე პასუხად, ხუთშაბათს, 2023 წლის 27 აპრილს, მისი უდიდებულესობა მეფის გემის (ტაიფის) მიერ განხორციელდა საუდის არაბეთის სამეფოს 26 მეგობარი და მოძმე ქვეყნის 187 მოქალაქის ევაკუაცია სუდანიდან, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, რაც ადასტურებს საუდის არაბეთის სამეფოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდო პარტნიორის გავლენიან როლს.
შედეგად, საუდის არაბეთის სამეფოს მიერ სუდანიდან ევაკუირებული ადამიანების საერთო რაოდენობა 2991-მდე გაიზარდა. ევაკუაციის პროცესი გრძელდება.
(R)