შრომის ინსპექციის სამსახური სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება

28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი სლოგანია - "უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა",- ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათი ცნობით, გლობალურ კამპანიას შრომის ინსპექციის სამსახური უერთდება და კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების მიმართულებით. 2018 წელთან შედარებით, 41%ით შემცირდა სამუშაო სივრცეში გარდაცვლილთა რაოდენობა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა გასულ წელს 2500-ზე მეტი ინსპექტირება ჩაატარა, მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით.

რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, უწყების მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 292 სამშენებლო ობიექტი. საიდანაც 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება. ხოლო დარჩენილ 180 ობიექტს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ