რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ვატიკანის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და ვატიკანის ელჩს, ჟოზე აველინო ბეტანკურს შორის შეხვედრა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ, ელჩს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები.

მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვატიკანის მხარდაჭერას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია ქართველი კათოლიკეების წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობასა და ქართულ კულტურაში. შეხვედრაზე განხილული იქნა ქართული სახელმწიფოსა და ვატიკანის, ასევე კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობა. ჟოზე აველინო ბეტანკურმა, წამოაყენა წინადადება ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ დაადასტურა ელჩთან თანამშრომლობის სურვილი და მას მხარდაჭერა აღუთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს