სამედიცინო ექსპერტებისა და ექიმების ორგანიზებით, კონფერენცია - „აქონდროპლაზიით დაავადებულთა მკურნალობის ახალი ხედვა" მიმდინარეობს

სამედიცინო ექსპერტების და ექიმების ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით "აქონდროპლაზიით დაავადებულთა მკურნალობის ახალი ხედვა" მიმდინარეობს.

ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, ეს არის სასწრაფოდ მოწყობილი კონფერენცია, რომელიც აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ახალ ხედვებს ეძღვნება.

„კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სპეციალისტები. კონფერენციის დაგეგმვის მიზეზი გახლავთ, ის, რომ ამ პაციენტებთან დაკავშირებით მრავალი სიცრუე ვრცელდება. ჩვენ გვსურს, რომ ამ უამრავ სიცრუეში მართალი სიტყვა პროფესიონალებმა თქვან. ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, მაჩაიძე იტყვის, როგორ მკურნალობენ წარმატებით მსგავსი დაავადების მქონე ბავშვებს. სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები დღევანდელ კონფერენციაზე დაადასტურებენ, რომ ეს წამალი არის სანდო, უსაფრთხო და ეფექტური”, - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობლის, ლია შალვაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს.

„კონფერენციაში მონაწილეობენ, როგორც ქართველი ექიმები, ასევე ის ექიმები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში. გარდა ამისა, სამ წელიწად ნახევარია პირადად ჩართული ვარ და იმ უცხოელ ექიმებთან კონტაქტი მაქვს, ვინც აქონდროპლაზიას წარმატებით მკურნალობენ. მათ საკმაოდ კარგი პრაქტიკა და შედეგები აქვთ”, - განაცხადა ლია შალვაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა