სი ძინპინისგან რუსეთისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდების რისკებზე დადებითი პასუხი მოვისმინე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
„მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. რაც შეეხება სამომავლო შეხვედრებს - ამაზე არ გვისაუბრია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ ბირთვული უსაფრთხოებისა და რუსეთის მიერ შავი ზღვისა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხები განიხილეს. ზელენსკის თქმით, მან ჩინეთს მოუწოდა შეუერთდეს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ გაიყვანა საკუთარ ტერიტორიაზე.
„იმაზე ვილაპარაკეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თანამედროვე ომში უკრაინას სურს, რომ ყველა ქვეყანას ესმოდეს რუსეთის ფედერაციისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდების რისკები. ამ მხრივ, დადებითი პასუხი მოვისმინე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, მან არ დააკონკრეტა ჩინეთში უკრაინის ახლად დანიშნული ელჩი პაველ რიაბიკინი როდის შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას და რა მიზნები დააყენა მის წინაშე უკრაინის პრეზიდენტმა.