სურსათის ეროვნული სააგენტო მარტვილში ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.
სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.