დმიტრო კულება - კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს - გადამწყვეტი ბრძოლა ის არის, რომელიც უკრაინის ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს

კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ის არის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს.

„ამ დასკვნის გაკეთება დასასრულს იქნება შესაძლებელი და არა ბრძოლის დასაწყისში… თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა - ერთი იქნება, თუ საჭირო იქნება ორი ან მეტი - ასე იქნება. ეს ის კონფლიქტი არ არის, რომლის გაყინვაც შეიძლება”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ხალხი, რომელიც უკრაინულ კონტრშეტევას გადამწყვეტ ბრძოლად განიხილავს, “უკრაინული ძალისხმევის სურათს ამახინჯებენ”. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა