ვლადიმერ პუტინი - მთელი რიგი ქვეყნები მანიაკალურად ანგრევენ რუსეთთან ურთიერთობას

მთელი რიგი ქვეყნები მანიაკალურად ანგრევენ რუსეთთან ურთიერთობას, ისინი თავად წერენ „წესებს“ საბნის ქვეშ, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მათი წესების დაცვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები, ან უკვე, შეიძლება ითქვას, ყოფილი პარტნიორები ზოგიერთ ქვეყანაში, მანიაკალურად ანგრევენ საკანონმდებლო ბაზას და დიალოგის არხებს, ცდილობენ თავიანთი შეხედულებები და ეგრეთ წოდებული „წესები“ მოახვიონ ყველას. რა წესები? - არავის უნახავს. ვინ დაწერა ეს წესები? ისინი წერენ თავიანთი საბნის ქვეშ, თუმცა, მათი ამ „წესების“ დაცვას არ ვაპირებთ“, - განაცხადა პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში გამართულ შეხვედრაზე.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა საპარლამენტო დიპლომატია დამატებით, უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს.

„თუმცა, მიუხედავად ყველა ამ მცდელობისა, საერთაშორისო კონტაქტების ინტენსივობა, მათ შორის ჩვენი პარლამენტის მეშვეობით, არა მხოლოდ არ იკლებს, არამედ იზრდება კიდეც. ეს არის ძალიან კარგი, სწორი, საჩვენებელი ტენდენცია“, - აღნიშნა პუტინმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში