თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებულ ცენტრს, ირაკლი შოთაძის პირადი საჩუქრები გადაეცა

სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებულ ცენტრს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პირადი საჩუქრები გადაეცა - არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით.

ცენტრი საქართველოს გენერალურ პროკურორს და პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტიდან საქართველოში ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი“. ცენტრის შექმნის მიზანს სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის მოკლე და გრძელვადიანი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, მეორადი ვიქტიმიზაციის პრევენცია და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება წარმოადგენს.

საქართველოში „ბარნაჰუსის“ მოდელის მსგავსი ცენტრის დაარსების მიზნით ჯერ კიდევ 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის შემუშავება.

„პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას კონცეფციის შექმნის და მისი იმპლემენტაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

კონცეფციაზე მუშაობის დასრულების შემდგომ, ჩვენი აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა პროკურატურისა და სხვა უწყებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შექმნაზე, რა დროსაც მოხდა პრაქტიკაში არსებული გამოწვევების გათვალისწინება, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მისადაგება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმებთან. ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ამოქმედებამდე გენერალური პროკურორის 2022 წლის 2 მარტის N36-გ ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური ოპერაციული პროცედურები. რაც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, თუ როგორ უნდა წარიმართოს თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებსა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს შორის.

ცენტრი მულტისექტორული მიდგომების საფუძველზე, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ფუნქციონირებს, ხელს უწყობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებას, პროცესში ჩართული სამართალდამცავი და სხვა უწყებების კოორდინირებულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვას და რეაბილიტაციას. ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ბავშვის მონაწილეობით ტარდება ცენტრის ტერიტორიაზე, გარდა იმ საგამოძიებო მოქმედებებისა, რომლებიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე ცენტრში ვერ ჩატარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება, ნიმუშის აღება (რაც ყველაზე უფრო მეტად მატრავმირებელია ბავშვისთვის) ხდება ცენტრის ტერიტორიაზე, ბავშვზე მორგებულ სივრცეში, სათანადოდ გადამზადებული სპეციალისტების მიერ. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ხდება ბავშვის პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით სწორ დროს დაიგეგმოს. აღნიშნული უზრუნველყოფს ბავშვისგან საიმედო, ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას, ამცირებს ბავშვის განმეორებით დაკითხვების საჭიროებას და მინიმუმამდე დაჰყავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის რისკები.

პროკურორებს შესაძლებლობა აქვთ სასამართლო პროცესზე დისტანციური დაკითხვის გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვნის ჩართვა განხორციელდეს ცენტრის ტერიტორიიდან, ბავშვისთვის ნაცნობი, ნაკლებად სტრესული გარემოდან.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ცენტრი ფარავს თბილისის მასშტაბით არსებულ საქმეებს, თუმცა, ესტონეთის საელჩოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იგეგმება ცენტრის დაფარვის არეალის გაფართოება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ