კატრინ კოლონა - ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, ასევე მედია თავისუფლება

მე ვიცი, რომ თქვენ მშვიდობა და უკეთესი დემოკრატია გსურთ, აქედან გამომდინარე, პროტესტმა შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ჟურნალისტებს, საქართველოში ვიზიტისას განუცხადა.

როგორც კოლონა აღნიშნავს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია კანონის უზენაესობის დაცვა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ასევე მედია თავისუფლება, რასაც საქართველო უნდა გაჰყვეს.

„ჩემი ქვეყანა და ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რაც პარლამენტში კანონის განხილვის დროს ხდებოდა. ჩვენ ვნახეთ პროტესტი, ასევე ღიად დავუჭირეთ ამ მოვლენებს მხარი, მე ვიცი, რომ თქვენ მშვიდობა და უკეთესი დემოკრატია გსურთ, აქედან გამომდინარე, პროტესტმა შედეგი გამოიღო. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა მაკრონმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს იყო სპონტანური გამოსვლა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, ასევე მედია თავისუფლება, ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია, რომელსაც საქართველო უნდა გაჰყვეს“, - განაცხადა კატრინ კოლონამ.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის ამ პროცესს პოლიტიკური პატიმრების - ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ფონზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე პასუხობს:

„მე აუცილებლად ვისაუბრებ ყველა ამ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან, თუმცა, საჯაროდ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა კოლონამ, რომლის თარგმანსაც „მთავარი“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ