მოძრაობა „აი უცნობის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საფეხბურთო მატჩის გამო, აქციის დღის წესრიგში ცვლილება შეიტანეს

მოძრაობა „აი უცნობის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საფეხბურთო მატჩის გამო, აქციის დღის წესრიგში ცვლილება შეიტანეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 30 აპრილს, 17:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებთან ჯერ უგულშემატკივრებენ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ხოლო აქცია დაიწყება 19:00 საათზე.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 30 აპრილს, 17:00 საათზე, გადაიწია საფეხბურთო მატჩმა, რომელსაც ჩვენი საამაყო ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას გამო მთელი საქართველო დიდი ინტერესით ელოდება, 30 აპრილის აქციის ორგანიზატორებთან განხორციელდა წარმოუდგენელი რაოდენობის სატელეფონო ზარი თხოვნით აქციის რამდენიმე დღით გადადების შესახებ.

განსაკუთრებულ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის პოზიციას, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ჩვენს მიერ დაორგანიზებულ აქციაში. ამავე დროს, ჩვენც უდიდესი ინტერესით ველოდებით მატჩს, სადაც შესაძლოა ხვიჩამ ჩემპიონის სტატუსი მოიპოვოს.

ამავე დროს ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ აქციის თუნდაც რამდენიმე დღით გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი ბინძური სპეკულაცია იმ ჩასაფრებული ადამიანების მხრიდან, რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და გულწრფელ ემოციებზე მაღლა სხვების დავალებების შესრულება, სიცრუის გავრცელება და ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი ნებისმიერი აქტივობის დისკრედიტაცია დგას.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მცირე ცვლილება მხოლოდ აქციის დღის წესრიგში შევიტანოთ:

ვიკრიბებით 17:00 საათზე (ნაცვლად 18:00 საათისა) და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებთან ერთად ვგულშემატკივრობთ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას, ხოლო აქცია დაიწყება 19:00 საათზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო