ოლექსი რეზნიკოვი - დანიის მიერ მოწოდებული CAESAR თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია

დანიის მიერ მიწოდებული CAESAR თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

იგი მადლობას უხდის დანიელ ერს, მათ თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგ პარტნიორებს, ვინაიდან თვითმავალი ჰაუბიცები ფრანგული წარმოებისაა.

„დანია ამ სისტემების გამოყენებას საკუთარი არმიისთვის გეგმავდა, მაგრამ ბრძნულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა ისინი უკრაინული არმიისთვის გადაეცა იმ მნიშვნელოვანი საფრთხის გამო, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის", - წერს რეზნიკოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ დანია უკრაინელი სამხედროების წვრთნაშიც იღებს მონაწილეობას.

„ჩვენმა არტილერისტებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ამ სისტემების მანევრირებას და სიზუსტეს. საფრანგეთსა და დანიაში ჩვენი პარტნიორების წყალობით უკრაინას CAESAR-ის მსოფლიოში მეორე საარტილერიო პარკი ჰყავს“, - წერს რეზნიკოვი.

ცნობისთვის, იანვარში დანიამ უკრაინისთვის საარტილერიო სისტემა CAESAR-ის ყველა 19 ერთეულის გადაცემა გადაწყვიტა, რომელიც აქამდე საფრანგეთისგან შეიძინა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა