კიმ ჩენ ინის და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით აშშ-სა და სამხრეთ კორეას შეთანხმებაზე - მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჯონგის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, უფრო სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს.

„რაც უფრო მეტ ბირთვულ აქტივს განათავსებენ მტრები კორეის ნახევარკუნძულის მიდამოებში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი თავდაცვის უფლების გამოყენება მათთან პირდაპირპროპორციულად. ეს ნაბიჯი მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა კიმ იო ჯონგმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის დასაძლევად მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ვაშინგტონი დათანხმდა, რომ პერიოდულად განათავსებს ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავებს სამხრეთ კორეაში და სეულს ბირთვული დაგეგმარების ოპერაციებში ჩართავს. სანაცვლოდ, სამხრეთ კორეა დათანხმდა, რომ საკუთარ ბირთვულ იარაღს არ განავითარებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი