რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ნავთობის საცავი იწვის. სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია.
„წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვინაიდან საწვავის მოცულობა დიდია, ხანძრის ლოკალიზებას დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ე.წ. გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.