საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ციფრული მმართველობის სააგენტომ USAID-თან მემორანდუმი გააფორმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კიბერმედეგობის გაძლიერებას.

„პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოებისა და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძო სუბიექტების კიბერრისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის გაუმჯობესებას; ასევე, ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ითვალისწინებს კიბერთავდაცვის და რეაგირების/აღდგენის ღონისძიებების იდენტიფიცირებას და განხორციელებას.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა ენერგიის მიწოდება არ იყოს გამოყენებული როგორც იარაღი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. აღნიშნული პარტნიორობა შექმნის ძლიერ, უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კეთილდღეობას და სუვერენიტეტს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე.

ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერინციდენტების მართვის შესახებ გამოცდილებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორს გაუზიარებს, რაც კიბერშეტევებისგან თავის დაცვასა და ინციდენტებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, მემორანდუმის ხელმომწერი ყველა მხარე საქართველოს ენერგოსექტორის ერთიანი, მძლავრი, კიბერშეტევებისგან დაცული სისტემის შექმნაში ერთობლივ წვლილს შეიტანს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ