კონკურსის „სუფთა რეგიონი - 2022“ გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კონკურსის „სუფთა რეგიონი - 2022“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა. კონკურსის მიზანი დასუფთავების აქციებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობაა.

„კონკურსი „სუფთა რეგიონი - 2022“ 2015 წლიდან ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც კონკურსანტების, ასევე ნომინაციების რაოდენობაც. კონკურსში საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას და აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

  • „სუფთა რეგიონი 2022“ - მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი 2022“ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
  • „სუფთა ქალაქი 2022“ – ქალაქი ზუგდიდი
  • „სუფთა სოფელი 2022“ - ჭაქვინჯი (ზუგდიდი), ლესიჭინე (ჩხოროწყუ)
  • „ლამაზი ეზო 2022" - კახა ტურავას ეზო (ზუგდიდი), აკაკი ჯეჯელავას ეზო (მარტვილი)
  • „ლამაზი აივანი 2022“ - სასტუმრო „სევენთინ რუმსის“ აივანი (ქ. თელავი)
  • „საწარმოს ლამაზი ეზო 2022“ - მეღვინეობა „შუმის“ ეზო (თელავი, წინანდალი)
  • „სუფთა/ლამაზი ქუჩა 2022“ - ქ. რუსთავი, კოსტავას ქუჩა
  • „ლურჯი ნაკადული - 2022“-ჩიხურა (საჩხერე)

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის დასუფთავების კუთხით არსებული მთელი წლის მიღწევები ჯამდება.

„წელს ახალი რეგიონი და მუნიციპალიტეტი გვყავს გამარჯვებული. კონკურენცია ძალიან დიდია - ყველა ცდილობს პირველობას. წლევანდელი ნომინაციები ნამდვილად გამორჩეულია და, ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო საინტერესო შედეგები გვექნება“ , - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

დაჯილდოების ღონისძიებაში შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.

„საქართველოს შესანიშნავი გარემოს სისუფთავის შენარჩუნება და მწვანე მიმართულებებზე გადასვლის პროცესში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამ კონკურსის საშუალებით კი, რეგიონებს შორის არსებობს ჯანსაღი კონკურენცია სუფთა გარემოს შექმნის პროცესში“, - განაცხადა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილლესიმ.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ და „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში