მარიამ ქვრივიშვილმა საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პროფესიული პრაქტიკული კურსის დასრულების სერტიფიკატები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა საქართველოს სამოქალაქო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პროფესიული პრაქტიკული კურსი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტები სააგენტოში პროფესიული პრაქტიკულ კურსს ყოველწლიურად გადიან.

მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

მისი თქმით, სამოქალაქო ავიაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წარმატებით და სწრაფი ტემპებით ვითარდება.

„საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა და მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების და სხვა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის ახალგაზრდა სპეციალისტების სექტორში დასაქმების პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი პროფესიული პრაქტიკების თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის ფორმატების შეთავაზებით, ხელს შევუწყობთ სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის თქმითვე, სამომავლოდ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკული კურსის გავლას სამოქალაქო ავიაციის სექტორის სხვა საჯარო უწყებებშიც შეძლებენ.

სააგენტოს დირექტორის გივი დავითაშვილის განცხადებით, სააგენტო აქტიურად არის ჩართული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში.

„უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წელს სტუდენტების მესამე ნაკადს ვუმასპინძლეთ. პრაქტიკა განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის ყველა მიმართულებით და მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო პრაქტიკები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება“, - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკა 14 მარტიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა. სწავლების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ უწყების საქმიანობას დარგის რეგულირების, ავიაკომპანიების ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების და მათი ზედამხედველობის კუთხით.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა