დავით ფაცაცია ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ ელისაშვილთან ერთად, ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

„ასევე, დევნილთა მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისნის რაიონში მდებარე განსახლების ობიექტი მოინახულეს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად საჭიროებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას.

შეხვედრას, ისნის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს