შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა რეზიდენციაში უმასპინძლა

საქართველოსა და თურქეთს შორის, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ რეზიდენციაში უმასპინძლა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, მისი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ. უწყების ხელმძღვანელმა ელჩს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში მყისიერი დახმარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც საბაჟო დეპარტამენტი, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, ჰუმანიტარული ტვირთების სწრაფად გატარების კუთხით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა