მარტის აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 1-ელ მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ქართული ოცნების" რეჟიმს ლაზარეს გაწირვის უფლებას არ მივცემთ! მოგიწოდებთ ყველას, რომ 1-ელ მაისს, 16:00 საათზე მივიდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში და გვერდში დავუდგეთ ლაზარე გრიგორიადისს! " - აცხადებენ პარტიაში.