დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძესთან ერთად, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

"უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანი სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია და სისტემაში ახალი კადრების მოზიდვაა. სტუდენტები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოხალისეობრივი საქმიანობის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმდნენ; სააგენტოს კი - მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები. სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის მანძილზე გამართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა