ლისის ტბაზე საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი გაიხსნა

29 აპრილს, ლისის ტბაზე, ფესტივალ "Bouquet Kyiv Stage"-ის ფარგლებში, ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი გაიხსნა.

ლისი დეველოპმენტი აქტიურად არის ჩართული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქტივობებში. ომის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ წითელ ჯვართან თანამშრომლობით, 22 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა დაზარალებულთა ოჯახებისთვის.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს უკრაინულ მოხალისეობრივ ჯგუფთან "Волонтерська ініціатива «Дитинство зараз»" და მათი დახმარებით ღონისძიებები გამართა ქალაქ ბელგოროდკა, გოსტომელსა და ირპენში უკრაინელი ბავშვებისათვის, რათა შეემსუბუქებინა ქვეყანაში შექმნილი რთული ემოციური ფონი.

კომპანია აგრძელებს მოძმე ქვეყნის გვერდით დგომას და ლისის ტბაზე მემორიალური პარკის გახსნით კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის