სერგო ჩიხლაძე - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პრეპარატ "ვოსორიდიტით" მკურნალობა დაწყებულია და მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება - ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა არგუმენტი მტკნარი სიცრუეა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ პრეპარატით ["ვოსორიდიტი"] მკურნალობა დაწყებულია, მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება, ერთადერთი გამონაკლისი დარჩა ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, აღნიშნული პრეპარატი ქვეყანაში დროულად უნდა შემოიტანონ.

„სოლიდარობა პაციენტებს და მათ ოჯახებს. მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის დავალებით დროულად შემოიტანოს ეს პრეპარატი და მოლაპარაკებები დაიწყონ ამ პრეპარატის შემოტანაზე. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ პრეპარატით მკურნალობა დაწყებულია, მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება, ერთადერთი გამონაკლისი დარჩა ღარიბაშვილი და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. არც სამეცნიერო მტკიცებულებების სჯერა ჩვენს ხელისუფლებას, არც ექიმების, არც ჯანდაცვის სპეციალისტების, არც უკვე ჩატარებული კვლევებისა და ჩატარებული მკურნალობის. ამიტომ ამ სიჯიუტეს ახსნა არ აქვს. სასწრაფოდაა შემოსატანი ეს წამალი და ყოველდღიურად უნდა იყოს წნეხი ამ უპასუხისმგებლო ადამიანებზე, რომელთაც ჰქვიათ პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვები. ფული პრობლემა არ არის, ეს თვითონვე თქვეს. რაც შეეხება იმას, რომელი ქვეყნები აკეთებენ ამას - ევროკავშირში არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც სქემების გამოყენება დაიწყო და სახელმწიფო ამაში ჩართულია. მაგალითად, ჩეხეთი, ესპანეთი, აშშ, იაპონია. მეტსაც გეტყვით, განვითარებულმა ქვეყნებმა კი არა, ყაზახეთმა დაიწყო 20-მდე ბავშვისთვის ამ პრეპარატის გამოყენება, რუსეთშიც კი შეიქმნა ფონდი და პრეპარატის შესყიდვა დაიწყეს. ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა არგუმენტი მტკნარი სიცრუეა, ხან პრეპარატის ფასთან, ხან ეფექტურობასთან დაკავშირებით, ხან, ვინ დაიწყო მისი გამოყენება და ვინ - არა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ