„წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერმა აქციამ საქართველოს პარლამენტის წინ გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მშობლების სიტყვით გამოსვლები იგეგმება.
აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა მონაწილეობენ სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი.