პარლამენტის შენობის წინ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა მსვლელობა კვლავ მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულის გამო შეფერხებულია.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილებს სიტყვით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მიმართეს და ხელისუფლებას არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა ქვეყანაში დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანა მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები: „წამალი ბავშვებს“, „ნუ გვართმევთ ჯანმრთელობის უფლებას“, „ბავშვებისთვის ყოველი უწამლო დღე დაკარგულია”, „ვითხოვთ ევროკავშირსა და აშშ-ში დამტკიცებულ წამალს”.