მედია - სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის ფარგლებში, ვაშინგტონში მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„30 აპრილს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. დაგეგმილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების განხილვის მორიგი რაუნდი", - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში ახალი საგუშაგო მოაწყო, სომხეთმა ეს ნაბიჯი 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად შეაფასა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში