გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე  საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები განიხილეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის ინიციატივით გამართული შეხვედრა-დისკუსია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა, რომელიც რექტორის მოადგილემ გულიკო გალდავამ გახსნა, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განიხილეს ორი საკითხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა განვითარებული ქვეყნის (შვეიცარია) მაგალითზე და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები.

„გრუნის პროფესორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ლიანა სირაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“- მიღებული ინფორმაცია და ამ ქვეყნის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციის უსაფრთხოებასა და მონიტორინგს, იმუნიზაციას, ეპიდზედამხედველობას, დაავადებათა პრევენციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებზე დროულ რეაგირებას, ჯანმრთელობის ხელშეწყობას, საინფორმაციო მხარდაჭერას, გარემოს მავნე ფაქტორებისა და ქცევითი რისკფაქტორების პრევენციას, გამოყენებითი და ფუნდამენტალური ბიოსამედიცინო სამეცნიერო ლაბორატორიული კვლევების განხორციელებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული სისტემის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლევან ლილუაშვილმა და ლია სხირტლაძემ ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, კერძოდ: საქართველოში მსოფლიო და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთიანი, ეფექტური და კოორდინირებული სისტემის დანერგვის; მულტიდისციპლინური და მულტისექტორული პერსპექტივების ჭრილში, მონიტორინგისა და შეფასების ხარისხის ამაღლების; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილე ყველა მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობის, რეგიონული და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფრასტრუქტურული მოწყობის სტრატეგიის შემუშავების; ჯანმოსთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, პარლამენტთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად საკანონმდებლო ბაზის გადახედვა/სრულყოფის; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად, EPHO 1–4 ფუნქციების მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ერთიანი პოლიტიკის გატარების მიზნით ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებისა და მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მზადების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისა და სხვა საკითხების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მედიცინის სკოლის დეკანი ანა თეგეთაშვილი და მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ბერიშვილი.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში